ჩვენ შესახებ

შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას. კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

კომპანიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი.

შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ შესრულებული პროექტებია: უეფას სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი. ასევე ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, შუახევის საფეხბურთო მოედანი, ღორჯომის სპორტული დარბაზი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინი "არწივის ბუდე".


კოპმანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს რამდენიმე პროექტზე. კეთდება ჩაქვის სარაგბო მოედანი, ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი, ხელვაჩაურის ახალი სპორტსკოლა და სკ "მაჭახელას" საფეხბურთო მოედანი.