კომპანიის შესახებ
შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საზოგადოებას. კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
კომპანია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, 2012 წელს დაფუძნდა, რეგიონში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს. კომპანიას დასაწყისში შპს Boulvard trading-ი ერქვა. მოგვიანებით, სახელწოდება შეიცვალა და ჯერ - შპს „სტადიონი“, ხოლო შემდეგ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
კომპანიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან, მომსახურებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მართვა და მენეჯმენტი.
შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ შესრულებული პროექტებია: უეფას სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი. ასევე ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, შუახევის საფეხბურთო მოედანი, ღორჯომის სპორტული დარბაზი, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინი "არწივის ბუდე", ბათუმის ყინულის არენა.
კოპმანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს რამდენიმე პროექტზე. კეთდება ჩაქვის სარაგბო მოედანი, საცურაო აუზი, ხელვაჩაურის ახალი სპორტსკოლა და სკ "მაჭახელას" საფეხბურთო მოედანი.
